საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა მორიგი წარმატება

მიმდინარე წლის სტუდენტური გრანტების მეორე  ეტაპზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შორის აღმოჩნდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის სტუდენტების პროექტი თემაზე: ,,შეიცან  ჩაჟაშის, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ტურისტული ლოკაციის უცნობი ფასეულობები.“ აღნიშნული პროექტი მოამზადა სტუდენტთა ჯგუფმა შემდეგი შემადგენლობით: ანა აბესაძე (პროექტის ხელმძღვანელი), ნინო გოგიაშვილი, სესილი ხაზარაძე, გიორგი ფარმანიანი, ბექა როსებიშვილი, სესილი ფაცაცია, ლიკა ოქროპირიძე, ოთარ ფსუტური, ლუკა წივილაშვილი და ჯაბა ანანიძე.

        პროექტის განხორციელება დაიწყო 1 ივლისს და დასრულდა 30 სექტემბერს. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი პროექტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას. მათი ხედვა ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია, მით უფრო, რომ საკითხი ეხება სწორედ ახალგაზრდების განწყობის შესწავლას მათთვის მიმზიდველი ლოკაციის შესახებ. ახალგაზრდების უშგულით დაინტერესება ბოლო წლების ტენდენციად იქცა და ეს დადასტურდა კიდეც სტუდენტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით.

        პროექტის განხორციელების პროცესში სტუდენტებს გარკვეულ კონსულტაციებს უწევდნენ ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი სიმონ გელაშვილი და ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე.

         პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა მოამზადეს სარეკლამო ბუკლეტი და ვიდეორგოლი, სადაც ასახულია უშგულისა  და მისი მისი ცენტრის - ჩაჟაშის ღირებულებები, გამოკვეთილია ძირითადი პრობლემები და კვლევის შედეგების ამსახველი სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე გამოვლენილია უშგულის განვითარების ძირითადი ტენდენციები. ელექტრონული ფორმით მომზადდა პროექტის კვლევის შედეგები.

 

ყოველივე ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სტუდენტთა მომზადება მაღალ დონეზე მიმდინარეობს.

 

ვიდეორგოლის სანახავად გადადით ლინკზე:

https://www.youtube.com/watch?v=ihewxVMoFmE

 

პროექტის ბუკლეტი:

თარიღი: 05/10/2022